ჩემი თოვლის ბაბუა

вторник, 27 декабря 2011 г.
ასაკოვანია ,თეთრი წვერი აქვს და სურვილებს ასრულებს -წლის სხვა დროს რომ ეკითხა ვინმეს აუცილებლად ვუპასუხებდი, რომ ღმერთია, თუმცა ღმერთს ვერასოდეს შევკადრებთ ისეთ წვრილმან სურვილებს როგორიც ახალი კაბა, სუნამო ან სამკაულია ალბათ ამიტომ გამოვიგონეთ ადამიანებმა თოვლის ბაბუა. რაღაცით ჩემს ბავშვობას მაგონებს, დედას ყოველდღიური წვრილმანების თხოვნით ვუჭამდით ტვინს, მამას კი გრანდიოზული სუვილებისთვის ვინახავდით.
ძალიან კარგია როცა იცი, რომ როცა ყველა ადამიანური რესურსი ამოწურე სამყაროში არსებობს ღმერთი, ის ვისაც შენი დახმარება შეუძლია და მისი იმედი ყოველთვის გაქვს , თუმცა სანამ ამას გააცნოიერებდე კარგია, როცა თოვლის ბაბუის გჯერა! მთელი წელი კარგად მოქცევას ცდილობ და ელოდები ჯადოსნურ ღამეს. დროსთან ერთად ეს რწმენა თანდათან იცრიცება და როცა საბოლოოდ გადაგეწურება თოვლის ბაბუის არსებობის იმედი ... აქვე, შენთან ახლოს, იმაზე მეტად ვიდრე ლაპლანდიაა ახალგაზრდა თოვლის ბაბუას იპოვნი, კეთილს , თბილს და შენზე მზრუნველს , რომელიც მარტო ახალ წელს კი არა წლის ყოველ დღეს გიქცევს ჯადოსნურად.

დიმ გილოცავ ახალ წელს ---შენი სნეგუროჩკა :)

მე მიყვარს ჩემი მაღვიძარა

понедельник, 14 ноября 2011 г.
მე ალბათ ადამიანთა იმ იშვიათ კატეგორიას განვეკუთვნები “ბუდილნიკი” რომ უყვართ. ჩემს მაღვიძარას სხვებისგან განსხვავებით, თბილი, მშვიდი და სასიამოვნო ხმა აქვს, ისეთი მისი გაგონების შემდეგ ბედნიერების განცდა მთელი დღე რომ გაგყვება და დაღამებას დაელოდები ისევ რომ გათენდეს.
მაგრამ ხომ ხდება, რომ ისე ღრმად გძინავს მისი ხმა არ გაღვიძებს! ჩემს “ბუდილნიკს” შეხებაც შეუძლია, ლოყაზე, კისერზე, თვალებზე და ვახელ……..… ვხედავ მას და რა ამინდიც არ უნდა იყოს ფანჯრებს გარეთ ჩემთვის პერსონალური მზე ანათებს, მის გამო ადრე გაღვიძება მეჩქარება კიდეც, რომ დიდიხანს ვუყურო სამსახურში წასვლამდე .
მე მიყვარს ჩემი მაღვიძარა !!!:)

გურულ-ქართული ლექსიკონი

понедельник, 3 октября 2011 г.

ავტორი: თამარ გოგუაძე

გოუნკლოველი – მიუხვედრელი
განკლოვილი- მიხვედრილი
ძიეზი- კლეტკა, ფიფქი - ბუნდღა და ლაი-ლაი ბარათი ტლიკი-ტლიკი (სატელეფონო ტერმინები)
სტორი – მართალი
ა კიდო! – ისევ
გულობიზა – თვის ბოლოსართი(მაგ.ბაღნის გულობიზა - ბავშვისთვის)
ყინტორა – კისერმოშიშვლებული
მოტიალებული - მოცარიელებული, მოსუფთავებული, ვაკე
გატიალებული – მაგარი მთვრალი
წეიკუზეთ! გახაზირდით! არიქა! – მოემზადეთ! ყურადღება ! წინ!
ლოპორწიე – ლოკოკინა
გესამანიე – ჭკვიანი
ორპოჭიკე- (მარტასავით) გამხდარი
ხინტრი – ხრტილი
დანდურება – დამდურება
დაყაბულდი? -დაკმაყოფილდი?
ყაბულს ხარ? – გყოფნის?
აბარძღვა – წაქცევა
მოდღურული – მოტხუპნული
ბურძგატებიანი - ეკლიანი
გადახაპიწებული – მომკვდარუნებული
კვატა- იხვი
ლაფერა- დიდი ხის კოვზი
იალონი - განთიადი, აისი
მწატხე – მლაშე
ზლოკვი – პატარა გველი
კაძახი – გლეხი კაცი
ბობორიკე – ობობა
გულუღმა – ღრმა თეფში
ბარეღმა – ბარემ
ბურკა – კურკა
ბჟოლა – თუთა
ბია – კომში
ბუჯგური – ძებნა
გადელება – გაგიჟება
ბენტერა – დაბნეული
გასკვანჩვა – დაჭერა
დაბღოტილი – დაკაწრული
დაკოტავება – გადაკეცვა
იი – ის
აი –ეს
იქინე – იქ
აქანე - აქ
მაი – ეგ
ცა – გოგო
დაბლეცილი - დაუნი
აშვატიება - ხელში აყვანა
აია იიი თუ იიია აი? - რომელი რომელია?
ფთხუი – უკარება
ამოჩაგვიება - რაიმეს იღლიაში ამოდება
ქვიჯა - სანაყი, ფილთაქვა
ჟვანთქი – წყლიანი ღვინო
გაბურსალებული – გაბრუებული
შომაული - შუაკაცი
გაუშომაულა – გაურიგა
ტინტილა – ხვლიკი
დობირა - მდინარის პირი
ჟვერო – სველი ბალახი
მოიზუკუტურე- ზურგზე მოიკიდე
ბჟუტური- უაზრო ლაპარაკი
ფუფაიკა - თბილი მაისური
რა ზორი აქვს? - რა უჭირს?
მაკვარანცხი - მოხერხებული
ხიბაკობს – იბარგება, ემზადება
გვანი - ნაგავი
ხიბაკი - ბარგი
ჯახირობს-წვალობს
გაკუჭდა - გაბრაზდა
ნაგულა, ნაკოტა - დაფშვნილი სიმინდის ტარო
გოჟოიანი- მუცელგაბერილი
ნაქურჩელა - სიმინდის ფუჩეჩი
დღვაბერა - დონდლო
გაბდღალული - გაბადრული
შენ გნახე მოტაფული(წყევლა)
მოჭვა - კრუხი
მეიკუთა - მოიკრუხა
გუშხამ - უსასრულო წარსული
ელანძე - უსასრულოდ გაწელილი მომავალი
რაცხა - რაღაც
ჩემზა - ჩემთვის
ვიჯეი - ვიჯექი
უჯიკე - უბიძგე
ყაზირალი - მოზრდილი ბავშვი
ბაღანა - ბავშვი
კურცხალი - ცრემლი
კურცხალს აღვარღვალებდა - ცრემლი ჩამოსდიოდა
თხლე - ყურძნის დაწურვის შემდეგ დარჩენილი ჭაჭა
ღჯა, სარი - ჭიგო
ყვაჭიჭა - ბაყაყი
მოხჩა - მოტყდა
სიკორწიალა -საქანელა
გაშპა - გასძვრა
ძნეყვა -დავარდა
მოგესიანთა - მოგინდა
ყოლისფერი - ყველაფერი
დასპარტული - გადატყავებული
ცხვირ-პირი დეისკიპარტა - ცხვირ-პირი დაიმტვრია
დეეთხუე - თავი დაანებე ,შეეშვი
საკარია - საქათმე
უზნეური - უხასიათო
ბღორინობს - ხმამაღლა ტირის
პწკალა - კიბე
გახუჭული - შეჭრილი
დამაყურე - მისმინე
მათხუე - მათხოვე
კარდალა - ჯამი
კურმუხეთი - ჯოჯოხეთი
მოჯაყვა, მომჯაყველი, მოჯაყული - შერცხვენა, შემარცხვენელი, შერცხვენილი
გინდებლარიენ? - გინდათ?
ტარაბუა - თავბრუ
ცახოცი - თავსაფარი
დასტურ ჩივი? – მართალს ამბობ?
დასტურ ხარ? – თანახმა ხარ?
ლახანკა - ვარცლი
ჩახანა - ქვაბი
ფუტი, ბოლი – კვამლი
ბოლი - ტოტი
გახაზირება - გამზადება
დახლიფართული, დასკიპარჭული - დაგრეხილი
როფავს - ყინავს
ფიჟვერა - ფილტვი
ჩხაპუტები, ფოსტლები - ჩუსტები
გაბლიგვებული – გაცივებული, გაშეშებული
მაკვარანცხი - ხიფათიანი, ცელქი
ქარჩხავი - კაპასი
დაგაჩინჩქვალებ! - დაგამტვრევ!
წაი, იქინე, იმაში იგია და მეიტანე - გურულისთვის ჩვეული გამოთქმა, რომელიც უნდა გამოიცნო
ცინტალი - კნუტი
კოხი, ხოშკეკალი - სეტყვა
შლუ - დებილი
გამბუზია - თავკომბალა
გამიშპა - დამისხლტა
ათხრიშინებს ,თხრიშინი - წყლის ჩხრიალი
ღენჭეპო - ნაჭუჭი
მეტოშა - გამიკვირდა
ბუდუა - ნათლია
კუთვა - კვნესა
უბორნია - ტუალეტი
ფარშივი - ყალბი
ბადიში - შვილიშვილი
ნეზვი - დედალი
მარცხი ელანძეა - მოულოდნელი ხიფათი
ოჭვათო - საწვიმარი ღარი
მოჭვა - კრუხი
მიგანგალებიებ - მიგარტყმევინებ
არიქა - დროზე, სწრაფად
მომიბორიე - მომინიავე
ჩარხი,სენთი,მარიფათი- მოხერხება
აასკდა - სწრაფად ავიდა
ზიპლიპიტო - წვრილმანი უსარგებლო ნივთი
მოკაკვული - მოხრილი
კაკვი - მოხრილი ჯოხი ხილის მოსაკრეფად
დათქიშინობენ - დარბიან
ჯანჯუხა - ჩურჩხელა
იმიზა - იმიტომ
რეიზა – რატომ?
სოხვი - ხახვი
ძღინკიანი - ცუდი გაფუჭებული ნივთი
ლენგერა – მსხვილი ჯოხი
აანცება - აკლება
იჟღლემს - ისრესს
გახიკინებული - გამხმარი
გაფშიკინბული - გამომშრალი
ადამ კოკოს დროინდელი - ძალიან ძველი
გადაცრიალება - გამოდარება
მიპოჭიკე - დამეხმარე
იბღოჭინა - ებღაუჭებოდა
დაჟღერტება - ძირს დაგდება
ალაგე - ღობეზე გადასასვლელი
არჩივი - წილი
კალანდა - ახალი წელი
მოკვარახჭინება - მოგვარება საქმის
ბანდალი - ფეხარეული სიარული
სკვარამი - სიბნელე
მეიცა - მოიცადე
მალაზონი, პროხი - ძალიან მოხუცი
გაჯგუშული - გაწეწილი
ოჯგუში - ქვევრის საწმენდი
ჭური - ქვევრი
რეთი? - რამდენი
ყია - კისერი
დევიფსე - დავიღუპე
დასირსვალებდენ- დაფუთფუთებდნენ
აბარბალდება - აალდება
გაბარბალებული სახლი-კეითლმოწყობილი
ფხუკიანი - ფიცხი
ბუნდღა - ბუმბული
ქენქერა - დაუკვირვებელი
დაგიყვლეპია, დაგინჭყერია - დაგიჭყეტია
ჯორკო - დაბალი სკამი
პეტელი - თხის კიკინი
რა სალაკა? – რა ადგილას
თვალი - ოთახი
მრეჩხა - დამარტყა, ვიგრძენი, მივხვდი
დაფილენჯული, მისკირენჯული - დანჯღრეული
ჩამეეტიე - დროზე ჩამოდი
სამიდღემჩიო - სამუდამო
წახანა - რამდენიმე წუთის ან საათის წინ
გაპალაჩებული - განადგურებული
ჩიოდა - ამბობდა
ჩივა - ამბობს
ნაფუნჩხები - ნაფხვენები
პელენძუკა - მაწანწალა
ნალია - სასიმინდე
ყოლიფერი - ყველაფერი
ბჟუტური - უაზრო, უშინაარსო საუბარი
ფინთი - ავი
ჩომპო - ღიპი
ჯინიანი - დაუჯერებელი ურჩი

მსოფლიო საქორწინო ტრადიციები II

пятница, 9 сентября 2011 г.

იაპონური ქორწილი
ქორწილი იაპონიაში ყოველთვის იგეგმება ზაფხულში , როცა ყველაფერი ყვავის , მზეა და ამინდიც შესაბამისად საზეიმოა. უმრავლესობა იაპონელი ქორწილს აღნიშნავს შინტოისტური რელიგიის პრინციპების დაცვით , მაგრამ არსებობს სხვა რელიგიის კანონებით ქორწილის აღნიშვნაც. რათქმაუნდა ნებისმიერი იაპონური ქორწილის ცერემონიალი არის ულამაზესი და ქვეყნის ტრადიციების დაცვის საუკეთესო მაგალითი. საინტერესოა გავიხსენოთ ისტორიული წყაროები იაპონური ქორწილის აღნიშვნასთან დაკავშირებით. უძველეს იაპონიაში იაპონელ მამაკაცს შეეძლო ცოლად ჰყოლოდა მრავალი ცოლი. რათქმაუნდა თუ კი ამის შესაძლებლობა ჰქონდა. ცოლები რიგრიგობით რჩებოდნენ მეუღლესთან , ზოგჯერ განრიგის მიხედვით რომელიც ჩამოწერილი ქონდა მამაკაცს. სამურაების ეპოქაში მეომარ მამაკაცს შეეძლო ჰყოლოდა მეუღლე და ამ დროს ცალკე გართობილიყო სხვა მანდილოსანთან. ამ დროს მეუღლე ვალდებული იყო მორჩილად ყოფილიყო თავის ბატონთან (მეუღლესთან). არსებობდა ხელსაყრელი ქორწილებიც , რომლებიც დაკავშირებული იყო ერთი გვარის მეორესთან დასაახლოვებლად. ქორწილის რიტუალი ტარდებოდა აუცილებლად ტარდებოდა მამაკაცის სახლში , იაპონური ტრადიციების ზუსტი დაცვით.ახლა უკვე თანამედროვე იაპონიაში ქორწილის ცერემონიალი ტარდება სპეციალურ საქორწინო კომპლექსში. სადაც განთავსებულია პატარა ქრისტიანული , შინტოისტური და ბუდისტური ტაძრები. ეს იმისთვის რათა ზუსტად მოხდეს ცერემონიის აღნიშვნა შესაბამისი რელიგიის დამცველთათვის. ამავე კომპლექსში არის მოსასვენებელი ოთახი , საბანკეტო დარბაზი და ფოტოს გადასაღები ოთახიც. ანუ მთლიანად საქორწილო რიტუალი ტარდება ერთ კომპლექსში.შინტოისტური ქორწილის ცერემონია ტარდება შინტოისტურ ტაძარში , საქორწილო თეთრი კიმონოთი და შესაბამისი რიტუალის დაცვით. ამ დღისთვის თითქმის ერთი წელი მიდის მზადება , ხოლო მოსაწვევები რიგდება 2-3 თვით ადრე. საქორწინო კიმონოს ქვია სჰირო-მაკუ რომელსაც იცმევენ ნიშნობის დროს , ხოლო თვითონ ბანკეტზეუცჰიკაკე ანუ ფერადი კიმონო. დამატებითი აქსესუარებია ხელჩანთა და საქორწილო თავსაბურავი მამაკაცის ჩაცმულობაში შედის ნაცრისფერი კიმონო , პატარა ხანჯალი წელზე და მარაო , რომელიც ასოცირდება ბედნიერებასთან. წინასწარ დგინდება საქორწინო მაგიდის მენიუ , რათქმაუნდა არის იაპონური სამზარეულო და აგრეთვე სხვა ქვეყნის ნაციონალური კერძებიც. რაც შეეხება საქორწინო მანქანას : იაპონელებში არ არის მიღებული ლენტები , ბუშტები და სხვადასხვა საჩხაკუნო ნივთები. ჩვეულებრივი მანქანით ხდება გადაადგილება , ხოლო სტუმრები ქორწილში მიდიან მეტროთი ან სხვა საზოგადოებრივიტრანსპორტით . აგრეთვე არ არის მიღებული ახალდაქორწინებულების ცეკვა , მხოლოდ დაშვებულია მუსიკის მოსმენა და კარაოკეს შესრულება.იაპონურ საშუალო ქორწილში დაახლოებით 80 – სტუმარი არის დაპატიჟებული. საქორწინო საჩუქარი უმეტესად არის ფული რაც ჯამში საკმაოდ დიდ თანხამდე ადის. თვითონ იაპონური ტრადიციული ქორწილი საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა რომელიც დაახლოებით 30 , 000 $ ამდე ჯდება.
ებრაული ქორწილი
ებრაული ქორწილი საქორწინო ტრადიციებზე თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ წინასწარ მოლაპარაკებით ქორწინება ძალიან გავრცელებული იყო. ქორწინება მშობლების სურვილითა და ტრადიციების გათვალისწინებით ხდებოდა. ქორწინების მიზანი ახალი ოჯახის შექმნა კი არა, არამედ ოჯახური კავშირების ერთიანობა და შენარჩუნება იყო. ახლა კი გავიგოთ როგორ ქორწინდებიან ებრაელები.ებრაული ქორწილის დროს ქორწილის წინ საპატარძლო განიწმინდებოდა. ზოგიერთ თემში მეუღლეები ცერემონიის ბოლომდე შიმშილობდნენ, რათა ახალ ცხოვრების წინ ცოდვათა მიტევება მიეღოთ. ცერემონიის წინ ნეფე სტუმრებს ხვდებოდა, შემდეგ საცოლისკენ მიემართებოდა, მას ვუალს ახვევდა, რაც მისი სულის სიბრძნისა და სიკეთის სიმბოლო იყო. თავად ცერემონია ჰუპას ქვეშ ტარდება, რომელიც ოჯახურ კერას განასახიერებს, რომლის შექმნა და განაწილება წყვილს მოუწევს. ახალგაზრდები ღვინოს თასიდან სვამენ და სიხარულს გამოხატავენ. ბეჭდების გაცვლის შემდეგ ქორწინების აქტი ორიგინალურ არამეულ ენაზე იკითხება. მას ხელს მოწმეები აწერენ და პატარძალს რჩება. რაბინი მეუღლეებს შვიდჯერ ლოცავს, წყვილი ისევ სვამს ღვინოს თასიდან, რის შემდეგაც თასს იერუსალიმის ტაძრის დანგრევის სახსოვრად გატეხავენ. ამით ცერემონია მთავრდება. შემდეგ იწყება წვეულება ცეკვებით. ახალდაქორწინებულები სტუმრებს შვიდი დღის განმავლობაში იღებენ. საკვების ყოველი მიღება ლოცვით მთავრდება. მეუღლეები ებრაელები უნდა იყვნენ.
ინგლისური და ამერიკული ტრადიციების თანახმად, ქორწილში პატარძალმა ერთი ახალი, ერთი ნათხოვარი, ერთი ძველი და ერთი ცისფერი ნივთი უნდა ჩაიცვას.
- ინდიელთა ტომის, ნავახოს პატარძალმა ჩაცმულობაში ოთხი ფერი უნდა გამოიყენოს.
- კენიელმა ახალგათხოვილმა ქალმა მთელი წლის განმავლობაში ხელები შავ-წითელი ორნამენტებით უნდა მოიხატოს. მთელი ტომის მამაკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ ქალი პატარძალია და პატივი უნდა სცენ. გარდა ამისა, არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ქალის მძიმე ტვირთის გასაზიარებლად, ახალდაქორწინებულმა მამაკაცმა მთელი თვე ცოლის კაბაში უნდა გაატაროს.
- იტალიელმა სასიძომ ბედნიერების დასაბედებლად, ქორწილის დილას სახლში მწვანე პერანგი უნდა ჩაიცვას. იტალიელ ახალდაქორწინებულებს ვარდის ფურცლებს, ბრინჯსა და შაქარში ამოავლებულ ნუშს აყრიან. ამ უკანასკნელს ისინი იჭერენ და ერთმანეთს აჭმევენ.
- აფრიკის ზოგიერთი ტომის ჩვეულების თანახმად, პირველ ღამეს ქმარმა ცოლს წინა ორი კბილი უნდა ჩაუმტვრიოს. ტომში ასეთი ანდაზაც კი აქვთ :”გათხოვილი, კბილებჩამტვრეული ქალი ამაყად იცინის, გასათხოვარი,
კბილებიანი ქალი კი მორცხვად იღიმის.”
- მაკედონიაში პირველ ღამეს ახლადდაქორწინებულები მთავარი განძის, ქუდისა და ჩექმის დასაუფლებლად იბრძვიან. ვინც ორივე ნივთს მოიპოვებს, ოჯახის უფროსიც ისაა.
- ბახუტის ტომის (ცენტრალური აფრიკა) ახალდაქორწინებულებმა პირველი კვირის განმავლობაში ყოველი დილა ერთმანეთის ცემით უნდა დაიწყონ. წყვილი საღამოს დასაძინებლად მშობლებთან მიდის, დილით ისევ სახლში ბრუნდება და ერთიმეორეს ურტყამს. კვირის ბოლოს წყვილი ხვდება, რომ ერთმანეთზე წყენა აღარ აქვს და მშვიდობიანი ცხოვრებას იწყებს.
- სუდანში სასიძომ საპატარძლოს ოჯახის ერთგვარი გამოსასყიდი უნდა გადაუხადოს, რადგან ქალიშვილის სახით, ოჯახი “მუშახელს” კარგავს. საფასური შესაძლოა, იყოს ფულადი,ცხვარი ან ძროხა.
- სომალში მშობლები ბავშვებს ჩვილობაშივე ნიშნავენ. მამაკაცს შეუძლია, ოთხი ცოლი ჰყავდეს, თუ მათი შენახვა შეუძლია.
- ინგლისელ წყვილს ეკლესიაში პატარა გოგონა უნდა შეუძღვეს, რომელიც ნეფე-პატარძალს გზაზე ვარდის ფურცლებს უყრის.
- ბალზე ახალდაქორწინებული ნარკოზის გარეშე კბილებს იქლიბავენ. ამით იმის დამტკიცება უნდათ, რომ მათში ბოროტი სული არ ბუდობს. სადღესასწაულო სუფრასთან მხოლოდ ქალები სხედან. მამაკაცები მთელი ღამე კერძებს ამზადებენ და დილით ისვენებენ.
- ინდოელები საქორწინო ბეჭედს არათითზე კი არა, ცერა თითზე იკეთებენ.
- სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ტომში პატარძალმა ქორწილის მეორე დილით მთელი ეზო უნდა დახვეტოს და ოჯახის წევრ სხვა ქალებს საოჯახო საქმეების კეთებაში მიეხმაროს.

მსოფლიო საქორწინო ტრადიციები I


ყველა ქვეყანას მისთვის დამახასიათებელი საქორწინო ტრადიციები აქვს, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ უცნაურია, ზოგიც მრავალფეროვანი და ჩვენთვის გაუგებარი რიტუალით დატვირთული, მაგრამ გარკვეულწილად სწორედ საქორწინო ტრადიციები გამოხატავს ამა თუ იმ ერის ხასიათს. საქორწინო რიტუალების უმრავლესობამ ხომ ჩვენამდეც მოაღწია.

იაპონიაში- ნეფე-პატარძალი ცხრა ყლუპ საკეს (ბრინჯის არაყი) სვამს. პირველივე ყლუპის შემდეგ წყვილი ოფიციალურ ცოლ-ქმრად ცხადდება.

ჩინური ქორწილი -თუ ორივე მხარე თანახმაა, მაშინ მომავალი წყვილი ჰოროსკოპს ადგენს, რათადარწმუნდნენ შესაფერისობაში. მომავალ მეუღლეებს ქორწილამდე შეხვედრა არ შეუძლიათ. მომავალი მეუღლეები ქორწილზე წითელ ფერის ტანსაცმელში ეწყობიან, რადგან წითელი-სიხარულის და ბარაქის ფერია. სახლში მისვლისას წყვილი საკურთხევლის წინ მუხლს იყრის და ზეცის, მიწის და წინაპრებისგან კურთხევას ითხოვს, ამის შემდეგ ახლად დაქორწინებულები ცალკე ოთახში მიყავთ.

შოტლანდიური ტრადიციით, ნეფე პატარძალს ფიცის წარმოთქმის შემდეგ მხრებზე ჭრელ მანდილს ახვევს, რომელზეც მისი ოჯახური კლანის ყვავილებია ამოქარგული, და ვერცხლის სარჭით უმაგრებს.

ბერძნულ ქორწილში ძალიან ბევრს ცეკვავენ. არსებობს საგანგებო “ფულის ცეკვაც”, რომლის დროსაც სტუმრები ნეფე-პატარძალს ტანსაცმელზე ფულს ამაგრებენ. საბერძნეთის ზოგიერთ სოფელში კი საქორწინო სარეცელზე პატარა ბავშვებმა უნდა გადაირბინონ, რათა მომავალ ოჯახს კეთილდღეობა არ მოაკლდეს.

მუსულმანური ქორწილი – მამაკაცი აუცილებლად მუსულმანი უნდა იყოს. ქორწინება ქალისა და მამაკაცის თანხმობით ხდება, მხოლოდ ქალს მამა წარადგენს. ქორწილის დროს პატარძალზე მისი ორი ახალგათხოვილი ნათესავი ზრუნავს. საპატარძლოს წინასწარ ამზადებენ. სამკაულებით რთავენ, ზოგჯერ კი ხნით სხეულს უხატავენ. ეს ნახატები ერთგვარი ამულეტებია და წარმოადგენს ნაყოფიერების სიმბოლოს. წვეულების დროს საპატარძლო ტანსაცმელს შვიდჯერ იცვლის. თითოეული ტანსაცმელი მდიდრული უნდა იყოს. წვეულების პირველ ნახევარში ქალები და მამაკაცები სხვადასხვა შენობაში არიან. მოგვიანებით სასიძო საპატარძლოს მოსაყვანად მიემართება, იმამი წყვილს მოწმეების თანდასწრებით აქორწინებს.

აფრიკული ქორწილი – აფრიკულ ქვეყნებში საქორწინო ტრადიციები განსხვავდება რეგიონების მიხედვით და მეტად მრავალფეროვანია. წყვილს შორის პრობლემას მთელი ოჯახი აგვარებს. მეუღლეები უნდა დაემორჩილონ ოჯახურ გადაწყვეტილებას. პირველ ეტაპზე ოჯახები მოილაპარაკებენ გამოსასყიდზე, თუმცა ის აუცილებელი არ არის. საპატარძლოს ოჯახის გამოსასყიდს „ნსუა” ეწოდება. ქორწინების მთავარია მიზანი შთამომავლობის გაჩენაა, ამიტომ უშვილო წყვილის ქორწინება შეიძლება გაუქმდეს. ცერემონიის დღეს საპატარძლოს ოჯახს და მეგობრებს წარუდგენენ. მას მამამთილისთვის ძღვენი მიაქვს, რითაც ახალი ოჯახისადმი თავის კუთვნილებას გამოხატავს. აფრიკელები ახალ სამყაროში მოხვედრის მიუხედავად ყველანაირად ცდილობენ ნაციონალური საქორწინო რიტუალების შენარჩუნებას. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ შეიტანეს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ნეფე-პატარძალი ცერემონიის დროს ცოცხს უნდა გადაახტეს. მრავალი აფრიკული ტომისთვის ცოცხი ახალი ოჯახური კერის სიმბოლოა.

სამხრეთ აფრიკის მკვიდრ გკატლას ტომში არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც ქორწილის მეორე დღეს პატარძალმა სხვა ოჯახების ქალებთან ერთად შიდა ეზო უნდა დაგავოს. ამით ის ადასტურებს მზადყოფნას, ვიდრე საკუთარი სახლი ექნება, სხვა დიასახლისებს დაეხმაროს საოჯახო საქმეებში.

ინგლისელმა პატარძალმა კი ცალი ხელით უნდა ასწიოს სკივრის თავსახური – ასე ამოწმებენ მის ამტანობას.

გერმანულ ქალაქ ბრემენში საქმრომ ქალაქის კიბეები უნდა დაგავოს, საპატარძლომ კი ყურადღებით შეამოწმოს მის მიერ დაგვილი მიდამო – მომავალი ქმარი სისუფთავის მოყვარული უნდა იყოს.


ნიგერიაში სასიძომ რჩეულთან მისვლამდე მისი ნათესავების ალყა უნდა გაარღვიოს. ნათესავები ჯოხებით არიან შეიარაღებულები და სასიძოს ურტყამენ – ამით მის ამტანობას და სირთულეებთან გამკლავების უნარს ამოწმებენ.

რუსეთში პატარძალი სასიძოსთან ერთად მისმა მეგობრებმაც უნდა გამოისყიდონ. ქალის ნათესავები და მეგობრები კი ცდილობენ, მათ რაც შეიძლება მეტი ფული გამოსძალონ. კუპიურებს მაგიდის ოთხივე კუთხესა და შუაგულში აწყობენ. როგორც კი საქმრო და მისი მეგობრები პატარძალს ხელით შეეხებიან, ის გამოსყიდულად მიიჩნევა.
ქორწინების ტრადიციები მსოფლიოში
ჩეჩნეთში ქალებისა და მამაკაცებისთვის საქორწინო სუფრა ცალ-ცალკე იშლება. პატარძალი, რომელსაც სახე ფატით აქვს დაფარული, მთელი დღე კუთხეში დგას. “წყალი მოიტანე!” – მიმართავენ მიმლოცველები, მის მიერ მოტანილ თასს ცლიან და შიგ ფულს უდებენ.

ინდური ქორწილი – ინდოეთში მრავალი რელიგიის არსებობის გამო საქორწინო ტრადიციები მეტად განსხვავებულია. ის შედგება ბევრი რიტუალისგან. ხშირად გვხდება წინასწარ მოლაპარაკებული ქორწინება, ოჯახები ხვდებიან გამოსასყიდის რაოდენობაზე მოსალაპარაკებლად, ქორწინების თარიღის შესათანხმებლად. შემდეგ საპატარძლოს ძმა კორტეჟით მიდის სასიძოს და სტუმრების წამოსაყვანად ქორწინების ადგილზე. პატარძლის ოჯახი უმასპინძლდება სტუმრებს, წვეულების დამთავრების და კურთხევის მიღების შემდეგ ნეფეს პატარძალი სახლში მიყავს.

ქორწილია ქორწილიიიიიიი

суббота, 4 июня 2011 г.


ის ის იყო ჩემს წინა პოსტში ჩამოთვლილი რჩევების პრაქტიკაში გამოყენებას ვაპირებდი რომ 4 წლიანი შეყვარებულობა დასრულდა და გავ – თხოვ – დი . ჰოდა, გადავწყვიტე ტუტორიალი დავწერო საქორწილო სამზადისსა და ოჯახური ცხოვრების დასაწყისზე .
ქორწილი ყველასთვის ბევრ ნერვიულობასთან, ფაციფუცსა და თავსატეხთანაა დაკავშირებული: როგორი კაბა, ვარცხნილობა მაკიაჟი და ფეხსაცმელი უნდა გეცვას ქორწილზე არანაკლებ დასაფიქრებელი და შესარჩევია ვიდრე ქმარი.
ამ მხრივ მშვიდად ვიყავი, არჩევანი საქმროზე 4 წლის წინ გავაკეთე და მთელი ეს დრო დეტალურად ვემზადებოდი ქორწილისთვის. ახლა მთავარი ჩემი ფიქრების, იდეების და საიტებზე ნანახი მოდელების იდეაში განხორციელება და ხორცშესხმა იყო.
საქმეს ის ფაქტი ართულებდა, რომ ქორწილი ქუთაისში უნდა გადამეხადა, ქალაქში სადაც არავის და არაფერს არ ვიცნობდი . მყავდა მხოლოდ ერთადერთი დაქალი რომელიც ოდესღაც ქუთაისში ცხოვრობდა და მისი რჩევის საფუძველზე ქალაქში ყველაზე იმედისმომცემ სტილისტთან და ვიზაჟისტთან ჩავეწერე. კაბა ქუთაისს ვერ ვანდე და თბილისში წამოვედი , ხოდა აქ დაიწყო თუ დაიწყო, უგემოვნო, დაშტამპული და გამჭვირვალე სადედოფლოების მთელი კასკადი რომელიც უამრავი ბრჭყვიალა ბისერით და მაქმანებით იყო გაფორმებული, უნდა შევიკერო! გადაწყდა! ფასები 700-დან 2000<, გაქირავება რაც ცრურწმენის გამო არ მინდოდა 150 დან 800<. ქორწილისთვის სამზადისი მარხვის პერიოდს დაემთხვა რის გამოც შეკვეთები ფაქტიურად არ იყო და სალონში კაბას 1 კვირაში შემპირდნენ, სხვა დროს ეს ვადა 2 დან 3 კვირამდე იზრდება. Mგახსოვდეთ მკერავები შეგპირდებიან, რომ კაბას მხოლოდ 1 მაქსიმუმ 2 “პრიმერკით” ჩაგახუტებენ არადა 5-6 ვიზიტი მაინც დაგჭირდებათ, მე მეექვსედ მისვლა როცა მარტო ბაფთის მიმაგრება იყო საჭირო დამეზარა და ვინანე, ვნანობ და ვინანებ ,რადგან კაბის იერსახე სწორედ იმ ბაფთამ გააფუჭა.
იერსახის ერთერთი დეტალი თაიგულია, რომელიც მინდოდა ბუნებრივი ვარდების ყოფილიყო ,მაგრამ აგვისტოს ხვატის და მეჯვარის მზრუნველობის გამო ხელოვნური მქონდა :)სილიკონის ვარდები მარგალიტებითა და თექის მორთულობით ისეთი ლამაზი გამოვიდა ძალით გადამაგდებინეს გასათხოვრებში და რაც მთავარია სულ ტყუილად! ის გოგო ვინც სიცოცხლის რისკის ფასად გამოგლიჯა სხვა გატხოვებამოწყურებულებს თაიგული ხელიდან მაინც ვერ გათხოვდა :)
თითქოს ყველაფერი მზადაა, სალონში ჩაწერილი ხარ, კაბა შეიკერა, ჰო ფეხსაცმელი - ეგ პრობლება არაა თუ მე არ მგავხარ, 8 საათი ვეძებდი და ქალაქის ყველა მაღაზია, სავაჭრო ცენტრი თუ ბაზრობა მოვიარე. არჩევანი დიდია და მერე ამ დიდ არჩეევანში იწყებ წუნიაობას. დარჩა ქორწილის დეტალები ტორტი და სუფრა: ავიყვანე დიზაინერი, რომელსაც როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა გაკეთებული დედოფლის კუთხე და ქორწილებზე ფარდების განლაგებას პერიოდულად მარჯვნიდან მარცხნივ და პირიოქით ცვლიდა. მოვითხოვე სხვა ფერის კუთხე, კონკრეტულად წითელი და თეთრი ამავე ფერებში ვარდების თაიგულებით. აქ დროებით დავივიწყოთ დიზაინერი და წავიდეთ საკონდიტროში, ვუკვეთავ ყველაზე დიდ ტორტს ეგრეთწოდებული “მასტიკის” ეფექტით ანუ პრიალა ზედაპირით. ქორწილამდე ერთი დღით ადრე აფრთხილებ მოძღვარს, ჩაეწერები ხელისმოწერაზე ცერემონიით რომელიც 90 ლარი ღირს და მოიცავს დარბაზში შესვლისას მუსცენტრში მენდელსონის ჩართვას, ერთ ბოთლ დაბალი ხარისხის შუშხუნა ღვინოს და ქაღალდის კონფეტებს, რომელიც ისეთი ბინძური იყო ,რომ ვეჭვობ წინა ცერემონიაზე მოხვეტეს და თავიდან გამოიყენეს.
შედეგი: და აი დადგა ქორწილის დღე, როგორც ზემოთ ავღნიშნე ქალაქში ყველაზე სანდო სტილისტან ვარ ჩაწერილი ,რომელსაც იმდენი დედოფალი ჰყავდა ერთიდაიგივე დროს დაბარებული ასისტენტები გვიკეთებდნენ თმას, თვითონ კი ხან ჩემთან მოირბენდა, ხან სხვასთან და ამოწმებდა ასისტენტებს.
შედეგი: ასისტენტმა ყური დამწვა და ისე ავყვირდი თავად სტილისტმა ინება ჩემი მომსახურება. მუშაობის პროცესში დაინტერესდა მაკიაჟს ვისთან ვიკეთებდი ხოდა იქ გავიგე თავზარდამცემი ამბავი, ვიზაჟისტს წუხელ და გაუთხოვდა და დღეს არ მუშაობს, სამაგიეროდ აქვე სალონში მისი ბიძაშვილი შორენაა რომელმაც მისგან ისწავლაო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ 35 ლარად რაც ფასების ზედა ზღვარი იყო შორენამ ისეთი მაკიაჟი გამიკეთა თბილისის განთქმული ისი -პარი და ირმა არაფერია მასთან.
ვიცმევ კაბას, ბედნიერი ვარ, ვიღებ უამრავ სურათს ,მართალია ფოტოგრაფი ცოტა გამოუცდელი შემხვდა და მე ვასწავლიდი რომელი კადრი ჯობდა და რომ დადგმული კადრები არ მინდოდა, მაგრამ მაინც. დამყვება ვიდეოკამერა, მივდივარ ეკლესიაში სადაც ჩავეწერე და ცოცხალი რიგია! მერე რა, ისევ უიამრავი მილოცვა, სურათი, ღმერთო მემგონი გავითიშე ,იმდენი ვინმე იღებს ჩემთან სურათს ვეღარ ვაანალიზებ, ვდგავარ ან დავდივარ მექანიკურად, გაღიმებული და ვიღაცეები მოდიან ხელკავს მიკეტებენ, ფოტოს იღებენ და მიდიან:) ამ მდგომარეობისგან ჯვრისწერამ მიხსნა. გახსოვდეთ იყიდეთ ერთი ზომით დიდი ფეხსაცმელი თორებ სრულად ვერ აღიქვამთ ქორწილის ბედნიერებას.
Oოფიციალური ცერემონიები მორჩა, დარბაზში უნდა შევიდე სადაც მოცეკვავეები შეგვაცილებენ და ჰოი საოვრებავ ჩემი ტორტი რა პატარაა:( პატარა და ყველაზე პატარა:( თან არც პრიალებს! გლუვია! და თეთრი და წითელი ვარდების თაიგული სადღაა? აქ მხოლოდ ველური პატარა წითელი ვარდების თაიგული დევს:(:( ეს ის დეტალებია რომლებსაც მე ვერ გავაკონტროლებდი რადგან იმ დროს მზადდებოდა როცა მე თავს ვიწესრიგებდი ასე რომ ბედს უნდა შევეგუო და განწყობა არ გავიფუჭო.
მაგრამ როგორ?! როცა მუსიკოსები მხოლოდ იმას უკრავენ და მღერიან რასაც სტუმრები უკვეთავენ ჩემი და მათი გემოვნება კი რადიკალურად განსხვავებულია. რჩევა- აუცილებლად წინასწარ შეარჩიეთ მუსიკები, გადაიტანეთ დისკზე და გამოიყენეთ თუ მუსიკოსები არ არმართლებენ.
რჩევა ნომერი 2: არ ჩააშხამებინოთ ქორწილი თამადას, თუ გაჩერებას ვერ ხვდება და არც იჯერებს უცერემონიოდ მიაბრძანეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემსავით ქორწილის თავიდან გადახდა მოგინდებათ.

დასკვნა: გეჩვენებათ რომ რთულია? ამ ყველაფერმა 3 კვირა წაიღო, სანუკვარი შვებულების ყველა დღე, იქნებ ფიქრობთ, რომ არ ღირს საერთოდ ან ჯობია ვინმე იქირაოთ და იმას მიანდოთ ? არა, არა და არა! თუ კაბების შესარჩევად მაღაზიიდან მაღაზიაში არ დადიხარ და ასობით კაბას არ ირგებ, თუ ყველა დეტალში სულს და გულს არ ჩადებ, არფერი დაგრჩება ემოციურად ,არცერთი მოგონება საქმეზე, რომელზეც მაგრა გაწვალდი და მერე სასაცილოდ, სასიამოვნოდ გახსენდება. მე ქორწილის მონატრება 2 კვირაში, ჩემი ქორწილის ვიდეოს ნახვის მერე ვიგრძენი და ისე დამეტყო ქმარს გაუკვირდა ჯერ ხომ მხოლოდ 2 კვირა გავიდაო:) მეორედ ქორწილი ნამდვილად არ მინდა, მაგრამ იგივეს თავიდან სიამოვნებით გავაკეთებდი, ახალი მიზანი მაქვს თუ შესაბამისი გარემო და საშუალება ვიპოვე, ამჟამინდელ პროფესიას თავს დავანებებ და ღონისძიებების ორგანიზატორი გავხდები.
ახალ სახლში გადავედით.
ერთად ცხოვრების მინუსები : სამსახური, სადილის კეთება -ვახშმის დროს, სამსახური, მთელი დღის დაგროვილი ჭურჭლის რეცხვა, დასვენების დღეს საოჯახო საყიდლები და მერე მთელი კვირის დაგროვილი სარეცხი, +”უბორკა”. სია იმდენად გრძელია წერა მეზარება, გაკეტება ხომ საერთოდ
პლიუსები: დილით თვალს რომ ახელ მას ხედავ, აღარ გენატრება მუდმივად და იცი რომ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული დროს მასტან გაატარებ, მტელი დღის ამბებს მოუყვები, ტელევიზორს ერთად ჩაუსხდებით მხარზე თავს დაადებ და ფილმს ნახავ , შეიძლება ჩაგეძინოს კიდეც და მხოლოდ დილით აღმოაჩინო, რომ მთელი ღამე მშვიდად და ტკბილად გეძინა იმიტომ, რომ ის შენს გვერდით იყო და თავს დაცულად გრძნობდი.
შეიძლება მინუსები უფრო ბევრი ჩამოვთვალე მაგრამ ამ პლიუსებიდან ერთიც კი გადაწონის ყველა მინუსს. მე ბედნიერი ვარ:) თქვენც სცადეთ :)

მამაკაცის შებმის მეთოდი (თუ სხვა ყველაფერი უკვე სცადეთ)

вторник, 25 мая 2010 г.
ვირის ტვინი აჭამო,მთელი ცხოვრება შენი მორჩილი იყოს.

მგლის ქონი მაუსვა ფეხის გულებსა ზედა,მთელი ცხოვრება არ მაჰშორდეს შენსა კარსა.

ყვავის ქონი აცხო თმასა,თმა გაუხშირდეს და აღარ შაუთეთრდესა.

ბატის ქონი აცხო კანზედა,ცხოვრებაში თმა აღარ ამაუვიდესა კანსა ზედა.

მისი თმა,ფრჩხილები შაჰკრა ტომსიკაშიდა,მემრე საკუთარი სისხლი წასცხო და შაულოცო ამ სიტყვებითა:,ალია ბალია,ამისი ტვინი და გული ჰმნა ჩემია''-- ემრე დააკრო მისსა შარვალ-ხალათსა,მთელი ცხოვრება შენი ნაკვალები ეძებოს.

შავტარიანი დანა ამაავლე დიდ ხუთშაბათს აღებულ ნაუბრ წყალში,მის სასთუმალს სამჯერ ხელუკუღმა გადასახე ტოლფერდა სამკუთხედი, შუაში კიდენა ამატვიფრე სახელი მისი,მთელი ცხოვრება შენ სასთუმალსა არ მასცილდეს მისი თავი ''